ცხადდება სტაჟირების კონკურსი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის:
- დეკანის აპარატში;
- სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში;
- ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურში.
- სტაჟირების მიზანია იურიდიული ფაკულტეტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
- სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო (მე-3 სემესტრიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
- სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული (დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე).
- სტაჟიორის ფუნქციები: ფაკულტეტის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ღონისძიებების, მათ შორის, კონფერენციების დაგეგმვა/ჩატარებისათვის ხელშეწყობა, მიმდინარე/ახალი პროექტების მხარდაჭერა, სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა და სხვ.
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.
- სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
დაინტერესებულმა პირმა შემდეგ ელ.ფოსტაზე zurab.gogshelidze@tsu.ge უნდა გამოგზავნოს:
- CV (ბიოგრაფიული მონაცემები);
- სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე;
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან.
შენიშვნა: ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ, თუ რომელ სამსახურში გსურთ სტაჟირების გავლა.
განაცხადი მიიღება 2024 წლის 24 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, დოკუმენტების შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე.